ჩვენ შესახებ


GM ტუნინგი 2015 წელს დაარსდა და წარმოადგენს „ჯორჯიან მოტორსის“ პრემიუმ კლასის  ბრენდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, შესრულების სიზუსტითა და კვალიფიციური კადრებით.  დაარსებიდან დღემდე, კომპანია ტუნინგის სერვისით 100-მდე ავტომობილს მოემსახურა.

 

ჩვენი მისიაა, ვიყოთ ავტოსფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ცვლილებებზე ორიენტირებული კომპანია, რომლის მთავარი ამოცანა კლიენტის კმაყოფილება და განსხვავებული და ინდივიდუალური სერვისის მიწოდებაა.

 

ჩვენი მიზანია,  გაზრდილი  მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ,  ამ მიმართულებით ყველა ინოვაცია დავნერგოთ და ვიყოთ მსოფლიო სიახლეების პირველი გამზიარებლები, როგორც ლიდერი კომპანია.

 

 

GM ტუნინგი მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერის სრულყოფისთვის შეიქმნა.

  • ტუნინგის შესახებ:

 

არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ეძებთ კონკრეტულად: ინტერიერის დახვეწა გსურთ თუ ექსტერიერის, ან იქნებ დიზაინის შეცვლა გაქვთ გეგმაში? - ჩვენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს!  

 

სრულყოფილებისთვის GM ტუნინგი მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას იყენებს. იმისთვის, რომ გავხადოთ თქვენი სურვილები რეალური, ჩვენ ვხელმძღვანელობთ უახლესი ტექნოლოგიებით, რომელიც გამოცდილია მსოფლიოში წამყვანი ტუნინგ კომპანიების მიერ.

გარდა დიზაინის დახვეწისა, მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ მანქანის დატუნინგებას, მისი ხარისხის გრძელვადიანი დაცვის გათვალისწინებით.

 

GM ტუნინგის უპირატესობები:

  • პრემიუმ კლასის მომსახურება
  • მაღალი ხარისხი
  • ინდივიდუალური მიდგომა
  • კვალიფიციური კადრები
  • შესრულების სიზუსტე

 

შექმენი ახალი ტრენდი და აჩვენე შენი მანქანის უნიკალურობა!

-------------------------------------------------------------------------------------------------------

  

რას გთავაზობთ:

⦿ ფირის გადაკვრა 
⦿ სალონის შეკერვა
⦿ სამღებრო და სათუნუქე სამუშაოები
⦿ დისკების შეღებვა
⦿ ავტომობილის სრული ხმა და ვიბროიზოლაცია
⦿ ნატურალური კარბონით დეტალების მოპირკეთება
⦿ სალონის დეკორატიული ზედაპირების შეღებვა პიანო ლაქით
⦿ Body kit - ების მონტაჟი
⦿ ძალოვანი ბამპერების დამზადება
⦿ სავარძლების, ასევე სალონის გადაკეთება
⦿ ქიმწმენდა
⦿ პოლირება
⦿ ფარების და მინების დამუქება
⦿ სრული აუდიო სისტემის მონტაჟი